Sunday, June 3, 2012

iEARN


 
    კურსის ფარგლებში გავეცანით პროგრამას iEARN, რომელიც ძალიან საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდა ჩვენთვის. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა მომავალში, საშუალებას მოგვცემს, საჭიროებისამებრ, დავამყაროთ მჭიდრო კავშირები სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან, რაც  თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

   თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებები ფართო ასპარეზს იძლევა საგანმანათლებლო 
პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. დღეს უკვე წარმოუდგენელია, ზრუნავდე განვითარებაზე და უგულებელყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) ხელმისაწვდომობა.
    სკოლაში ან ოჯახში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენისთანავე უამრავი პრობლემური შეკითხვა იჩენს თავს, მაგალითად "როგორ ავამოქმედოთ ეს საშუალებები" ან "როგორ ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში?"
   iEARN - International Educational and Resourse Network - საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი, რომელიც  1988 წლიდან  მოქმედებს  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, ქალაქ კალუსში.
    ამ ქსელში 130-ზე მეტი ქვეყნის 30.000-მდე სკოლა და 2.000.000-მდე მოსწავლეა  გაერთიანებული. პროგრამა სასარგებლოა როგორც პედაგოგებისთვის, ასევე მოსწავლეებისათვისაც, რადგან მკვეთრად ამაღლებს დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ასევე ხელს უწყობს ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას.
    iEARN ქსელი საშუალებას აძლევს მასში გაწევრიანებულ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, დაუმეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებსა და კოლეგებს და გაუზიარონ მათ საკუთარი მოსაზრებები თუ გამოცდილება. iEARN-ის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება საერთაშორისო ღონისძიებები.
    iEARN პროექტები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:  პროექტები

No comments:

Post a Comment