Monday, June 25, 2012

skoool.emis.ge

ICT-კურსის ფარგლებში გავეცანით ვებ-გვერდს: skoool.emis.ge
ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, მივიღეთ დავალება, რომ  skoool.emis.ge -დან ამოგვეღო რომელიმე, ჩვენთვის საინტერესო ვიდეო გაკვეთილი, რასაც შემდგომში შევადარებდით ეროვნულ სასწავლო გეგმას. ჩვენი მიზანი იყო დაგვეზუსტებინა ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტულად რომელ გაკვეთილს, რომელ კლასს, ცოდნის რომელ დონეს ემთხვეოდა  skoool.emis.ge-დან ამოღებული გაკვეთილის ვიდეო.


ავირჩიე skoool.emil.ge-ს ერთ-ერთი გაკვეთილი რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმიდან მოვუძებნე შესაფერისი დონე, რომელიც ჩავთვალე, რომ ყველაზე ახლოს იყო მასთან. ეროვნული სასწავლო გეგმიდან შესაფერისი ამონარიდი: ”მათ. III.2. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.”

No comments:

Post a Comment